ვიმედოვნებ, რომ ოქტომბერში საქართველოში მოვახერხებ ჩამოსვლას არჩევნების დამკვირვებლის როლში

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები საქართველოში, თუმცა მსგავსი გამოწვევები ყველგანაა იქნება ეს პოლიტიკასთან თუ COVID-19-თან დაკავშირებით, ჩვენთანაც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოში- ამის შესახებ ადამ კინზინგერმა ბრიფინგზე განაცხადა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი ახლა მოახლებული არჩევნებია.

„ვიმედოვნებ, რომ ოქტომბერში საქართველოში მოვახერხებ ჩამოსვლას არჩევნების დამკვირვებლის როლში, ეს დამოკიდებული იქნება ავიამომისვლასა და კონგრესის სამუშაო რეჟიმზე. განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება, რთულ დროებაში უწევთ და სავარაუდოდ ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონება, თუმცა სწორედ ესაა დემოკრატია. მცირედით COVID-19-თან დაკავშირებით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას იმ შედეგებთან გამკლავებაში, რის ნიშნებსაც უკვე ვხედავთ“- აღნიშნა კონგრესმენმა.

მისივე თქმით, ის ელოდება, რომ კონგრესი იმსჯელებს გლობალურ დახმარებაზე და მას სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს და გააორმაგოს გლობალურად ამ საკითხში ჩართულობა და გააძლიეროს წნეხი ჩინეთზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ პანდემიაზე.

„ეკონომიკა მიიღებს ყველაზე დიდ დარტყმას შტატებშიც და საქართველოშიც და ეს ის მომენტია, როდესაც გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხის სახელით. ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მათ მითხრეს ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში და იმედი მაქვს რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში- კელი დეგნანს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მას ძალიან ლამაზი სამუშაო აქვს მინიჭებული“- აცხადებს ადამ კინზინგერი.

banner
წინა სტატიაშივანო მაჭავარიანი: ივანიშვილი არანაირი ბალანსის პოვნას არ ცდილობს
შემდეგი სტატიაე.წ ტრაილერის მძღოლის დედა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს