“ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოსახლეობა წელს ისარგებლებს“

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში უვიზო მიმმოსვლას 2016 წელს შეძლებს.

აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

“ვიმედოვნებ, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეები უკვე 2016 წელს შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. საჭიროა, კიდევ პოლიტიკური ნება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სტანდარტებთან დაკავშირებით, ამ ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის მსურველ ქვეყნებს თანაბარ პირობებში აყენებს და თურქეთი არავითარი უპირატესობით არ სარგებლობს.

“ჩვენ ყველას ერთნაირად ვეპყრობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან იმავე მეთოდოლოგიას ვიყენებთ, რასაც თურქეთთან“, – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საქართველოს მოქალაქე პირველ რიგში, ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ფლობდეს.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას ნახევარი წლის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა შეძლებენ.

ამ წესის დარღვევამ შესაძლოა, მათი შენგენის საინფორმაციო სისტემაში შეყვანა და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ იძლევა. მუშაობის დაწყებისთვის საჭიროა, აუცილებელი ნებართვის აღება. დასაქმების მიზნით, მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობას 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიმასშტაბური ხანძარი კანადაში – მიმდინარეობს მთელი ქალაქის ევაკუაცია
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი – ARMY CARD დამზადდება