“ვიმედოვმებთ, რომ იანვრის ბოლომდე შედეგს მივიღებთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორ ქვეყნებს გადასცა დოკუმენტების სრული პაკეტი, რომელიც მომავალ სამშვიდობო შეთანხმებას ეხება.

ზელენსკიმ ეს განცხადება „კოალიციის“ წევრი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ გადავეცით მთელი პაკეტი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“ – თქვა ზელენსკიმ და დაამატა: „დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს. მათი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, დიპლომატიურ გზაზე კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ.“

მისი თქმით, ახლა მუშაობა მიმდინარეობს სამ ძირითად მიმართულებაზე:

„ზოგი დოკუმენტი კიდევ დასამუშავებელია, და ეს მოხდება ევროპის დედაქალაქებში – პლუს კანადა, იაპონია და სხვა პარტნიორები,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით,
5 იანვარს შედგება გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა,
6 იანვარს კი – ლიდერების სამიტი პარიზში, სადაც უსაფრთხოების დოკუმენტები ფინალში გავა.

„ვიმედოვნებთ, რომ იანვრის ბოლომდე მივიღებთ შედეგს და გვექნება ერთობლივი შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლებთან,“ – შეაჯამა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: “აშშ-მა იცის, როგორ იმოქმედოს დიქტატორებთან”
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების გამო სხდომას გამართავს