ვილსონთან ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება – ბოკუჩავა

“ის, რომ დაჩქარებულად უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესების შესაძლებლობა არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვების თვალსაზრისით, არამედ ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ამაზეც არის სრული კონსენსუსი,” – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

“ჯო ვილსონთან ვრცლად საუბრის შესაძლებლობა მქონდა და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება,” – ამბობს ბოკუჩავა და “მეგობარი აქტის” ავტორთან საუბრის შინაარსზე საუბრობს. ბოკუჩავას თქმით, გარდა სანქციებისა, ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რაც საქართველოს შეუძლია მიიღოს პარტნიორი ქვეყნებისგან.

ბოკუჩავას თქმით, ის პოლიტიკა, რაც აშშ-ის აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არის ორპარტიული.

ორპარტიული მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს საქართველოს მიმართ და მათ შორის იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის ხელისფლების მიმართ და ამაში იგულისხმება, ბუნებრივია, მათ შორის, სანქციები.
არაერთხელ მისაუბრია, რომ ჯო ვილსონი, რომელთანაც ვრცელი საუბარი მქონდა მათ შორის აქ, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ვიმუშავე ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ის არის ადამიანი, რომელმაც მოახდინა „მეგობარი აქტის“ ინიცირება, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა საგარეო ურთიერთობა კომიტეტში, უკვე მიღებულია კომიტეტის დონეზე და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ უკვე ვნახავთ ან ამ კანონის გაერთიანებას სენატის აქტთან და იმ სახით უკვე კანონად ქცევას ან სხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ დაჩქარებულად უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესების შესაძლებლობა არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვების თავლსაზრისით არამედ ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ამაზეც არის სრული კონსენსუსი,” – ამბობს ბოკუჩავა.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში გაცილებით მალე დასრულდება და მხარი დაუჭირა ტრამპს, ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის განცხადება არადიპლომატიურია და აჩვენებს, რომ პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის ყველა ნორმის დარღვევაა.

იმის გამოხატვა, რომ ივანიშვილი რაღაც იმედებს ამყარებს დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, არა მხოლოდ დიდი უგუნურებაა იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად საპირისპიროა ის რეალობა, რომელსაც აქ მე ვხედავ, მაგრამ ასევე არის ყველა დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა, ზოგადად, პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის ყველა ნორმის დარღვევა, როდესაც ერთი კონკრეტული საპრეზიდენტო კანიდატის მხარეს იკავებს ხელისუფლება, ამაშიც აისახება ის, რომ ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ ფუნქციონირებს ამერიკული პოლიტიკა, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები.
მიუხედავად იმისა, თეთრ სახლში იქნება 5 ნოემბრის შემდეგ ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა იქნება შეუძლებელი, თუ არა ხელისუფლების ცვლილება არა ამერიკაში, არამედ საქართველოში,” – ამბობს ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიUEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს – თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
შემდეგი სტატიატრამპი – ვაპირებ, ვიყო პრეზიდენტი მთელი ამერიკისთვის და არა მისი ნაწილისთვის