ვილნიუსში გამოყენების ვადის ამოწურვის გამო 5 ათასი ვაქცინა გაანადგურეს

ვილნიუსში უკანასკნელი დღეების მანძილზე ვადის გასვლის გამო 5 ათასი დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაანადგურეს . “ვილნიუსში უკანაკნელი კვირის მანძილზე “მოდერნას” უტილიზირება მოხდა, ამოიწურა გამოყენების ვადა. უახლოეს დღეებში ვნახავთ რამდენი ადამიანი აიცრება “მოდერნათი”- ვილნიუსის ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელმა კიპრას კრასაუსკასმა თქვა. მისი თქმით, იგივე ბედი ელის სხვა წარმოების ვაქცინებსაც.

“ჩემი მონაცემებით, აგვისტოში “ფაიზერის” გარკვეულ რაოდენობაზე იმსჯელებენ, მაგრამ ზუსტად ეს მხოლოდ სამინისტროს შეუძლია დაადასტუროს. ახლა, როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტების ნაწილი ვაქცინას საერთოდ არ იღებს – ამბობენ, არ გვინდა, ჩვენ მას ვერ გამოვიყენებთ, შემდეგ კი დამნაშავეებს გამოგვიყვანთ, რომ მათ ვადა გაუვიდათ” – თქვა მან. “თუკი ჩვენთან არაფერი შეიცვალა, მაშინ, შესაძლებელია ვაქცინების სხვა ქვეყნისთვის ჩუქების დაგეგმვა გახდეს საჭირო, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს” – კრასაუსკასმა თქვა – წერს ადგილობრივი მედია.

banner
წინა სტატიაში“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს
შემდეგი სტატიაბელორუსში პროტესტებთან საბრძოლველად არმიაც ჩართეს