10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ვილი სანიოლი: ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

“მიზანი, როგორც ყოველთვის, არის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვიდა შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. 

განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. 

ახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი მომავალი წლისთვის.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. 

არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება”,_ აცხადებს ვილი სანიოლი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ-გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლასიკური ძალისმიერი სამჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ათი მედლით დაასრულა