„ძალიან უცნაური და ამღელვებელი ორი საათი იყო“ — ასე აფასებს მწერალი გიორგი კეკელიძე არასრულწლოვანთა საპატიმროში სტუმრობას, სადაც ის მსჯავრდებული მოზარდების „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო.
“დღეს ციხეში ვიყავი. ბოლო ზარზე. არასწრულწლოვნებთან.
ციხეში მიწვეული ვყოფილვარ ბევრჯერ, დრო იყო – ვასწავლიდი კიდეც. ერთი სასჯელის მოხდის ოდენა დრო მაქვს იქ გატარებული, მაგრამ ასეთ ამბავზე პირველად გახლდით.
ვილაპარაკეთ იქ ვაჟა-ფშაველაზე, ალუდაზე, ავთანდილზე, თავისუფლებაზე და თავის დაუფლებაზე. რაულ სერვეც ვაჩვენე. ატრაქციონი.
მაგრამ ეს ლაპარაკი სულ არამთავარი გამოდგა, როცა მერე, ამ ბიჭების ბოლო ზარის მაისურზე ვაწერდი სურვილებს.















