“ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს”- სალაძე

საია იკვლევს ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს – განცხადება ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ გააკეთა. სულხან სალაძის თქმით, ამ ეტაპზე რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა.

„ვერ ვისაუბრებ ოპოზიციის გამოხმაურებებზე, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება რეალურად, ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამ ეტაპზე, რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ერთი მხრივ, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება შეძლებს სწორი პასუხების გაცემას ამ ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ცხადია, მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას”,- აღნიშნა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : 2019 წლისთვის გათვალისწინებული დაფინანსება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის საკმარისი არ იქნება
შემდეგი სტატიაპედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნა – ოპოზიცია განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს