“ვიკილიქსის” დამფუძნებელს 180 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

აშშ-ს იუსტიციის სამინსიტრომ ჯულიან ასანჟს 17 პუნქტიანი ბრალი წაუყენა. მათ შორის, საიდუმლო მასალების გამოქვეყნება, რომელიც “ვიკილიქსის” დამფუძნებლის თქმით, აშშ-ს კონსტიტუციით არის დაცული, რომელიც სიტყვის თავისუფლების გარანტიაა. მას, ასევე, ბრალი ედება ინფორმაციის არაკანონიერი გზებით მიღებაში, რომლის გამოქვეყნება ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას. ასეთი ინფორმაციებია, იმ აგენტების სახელები, რომელბიც ირანში, ჩინეთსა და სირიაში მუშაობენ.
ადრე ასანჟს მხოლოდ ორი ბრალდება ჰქონდა წაყენებული -წერს “ბიბისი”.

ახალი ბრალდებები, მისი დამტკიცების შემთხევვაში, ასანჟის ირგვლივ შინაარსობრივად ცვლის სიტუაციას.
თითოეული პუნქტის მაქსიმალური დასჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთაა. მეორეს მხრივ, ასანჟის დაცვის მხარეს ყოველთვის შეუძლია კონსტიტუციაზე აპელირება, სიტყვის თავისუფლების მუხლზე.

გარდა ამისა, შვედეთის პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც რამდენიმე წლის წინ დახურა, ისევ განაახლა.

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომის შესახებ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა