„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ასანჟი სამართალდამცველებმა ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააპატიმრეს.

ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა.

ჯულიან ასანჟი 7 წელია, ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. მისი დატოვების შემთხვევაში კი “ვიკილიქსის” დამფუძნებელს შვედეთში ექსტრადირება ემუქრება. მის გადაცემას ელოდება ვაშინგტონიც, შეერთებული შტატების გენპროკურორის განცხადებით, ასანჟის ამერიკაში ექსტრადირება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ვიკილიქსი“ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას და პირად მიმოწერებს ასაჯაროებდა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – სტრატეგიული ამოცანაა, რომ „კლანს“ არ ჩაუვარდეს სასამართლოს სამივე ინსტანცია ხელში
შემდეგი სტატია„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა