ვიხილავთ თუ არა თბილისიდან ამოღებულ ყვითელ ავტობუსებს სხვა ქალაქში?!

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს აინტერესებს, რა გეგმა აქვს თბილისის მერიას ყვითელ ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთნ დაკავშირებით. კახა კუჭავას თქმით, მათ აინტერესებთ, აღნიშნული ტრანსპორტის დედაქალაქიდან ამოღების შემდეგ, ისინი სხვა ქალაქებში ხომ არ გადაინაცვლებენ:

„აუდიტის დასკვნაც კი მიუთითებს საზოგადოებრი ტრანსპორტის 40% ვერ გადის ტექნიკურ დათვალიერებას. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გეგმაა და ვადებია რომელიც მერიამ წარმოადგინა და ხდება პერიოდულად შევასება ახალი ავტობუსებით და მთლიანად ჩანაცვლება წლის ბოლომდე. ჩვენ აღარ ვიხილავთ ქალაქში ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი ექნება, თუმცა აქ ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვა დავსვით, რომელიც ვთვლი, რომ აუცილებლია და 1 თვიანი ვადა მივეცით, რომ წარმოედგინათ ანგარიში. ჩვენ დაგვაინტერესა თბილისიდან რომ იქნება ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მანქანები ამოღებული ისინი შემდეგ სად მიდის? ჩვენ არ გვინდა თბილისში არსებული პრობლემები სხვაგან, სხვა ქალაქში გადავისროლოთ. ამიტომ ჩვენ მოვთხოვეთ გეგმა დაამუშაონ ამ ავტობუსებს, რომელსაც ამოვიღებთ ექსპლუატაციიდან, რა ბედი ეწევა რომ ჩვენ ხვალ არ ვიხილოთ სხვა ქალაქში“, – განაცხადა კუჭავამ პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე-სააკაშვილი ილუზიურ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და იქ ცხოვრებას გააგრძელებს
შემდეგი სტატიათამარაშვილის ქუჩაზე შეჯახების შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა – დაშავებულია ერთი ადამიანი