,,მე ვიყავი აფხაზეთში,, – გაუბედურებული რუსი ტურისტის აღსარება

,,მე ვიყავი აფხაზეთში, გუდაუთაში, პრიმორსკთან ახლოს, შევიარე პლაჟზე, დაახლოებით დღის 12 საათი იყო. იქ მცემეს, მესროლეს, კინაღამ მომკლეს და, ამასთანავე, გამძარცვეს. ახლა მე მილიციაში ვათევ ღამეს. სამედიცინო დაწესებულებაში ცოტათი “შემკერეს” და მერე მომიყვანეს აქ. დილიდან ცნობის აღებაზე მომიწევს სირბილი, რადგან ახლა პასპორტი არ მაქვს.
რაც ყველაზე სამწუხაროა, მყარი დისკი წამართვეს, სადაც ლაშქრობის ფოტოები მქონდა”, – აცხადებს რუსი ეროვნების ტურისტი გუდაუთის მილიციის რაიონული განყოფილების შენობაში გადაღებულ ვიდეოზე.

https://youtu.be/gZ_q9G7WJGs

banner
წინა სტატიაში25 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში