TV Imedi სირცხვილია რასაც აკეთებთ. ყველაფერს როგორ კადრულობთ, რაღაცას ხომ აქვს საზღვარი,- წერს “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.
,,მერაბის და ზვიადის გვერდზე აყენებთ კაცს რომელმაც თავისი პირით აღიარა რომ მისთვის მთავარია ფული დაიბრუნოს და რომ ქვეყანა არ აინტერესებს.
რამდენიც არ უნდა ეცადოთ ივანიშვილისგან ვერ გამოიყვანთ ეროვნულ კაცს, კაცს რომელმაც ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაიათმაგა გაჭირვებული ხალხის ხარჯზე…
ივანიშვილი ებრძვის ყველაფერს რისიც ზვიადს და მერაბს სჯეროდათ და რისთვისაც იბრძოდნენ!”– წერს “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ოცნების პროპაგანდისტულმა ტვ იმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით ქარდი გამოაქვეყნა, სადაც მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიასა და ბიძინა ივანიშვილის გრაფიკულად დამუშავებული ფოტო გამოიყენა.















