21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ვიკა ფილფანი: სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიკა ფილფანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი – სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ფილფანმა პარლამენტში მომხდარს წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა უწოდა.

„ძალადობა იქნება სისტემური მანამდე, სანამ ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი.

არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი. სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!

ქვეყანაში, სადაც კრიმინალები და სამართალდამცავები გვერდიგვერდ სჩადიან ჯგუფურ დანაშაულებს, ამის მთავარი ავტორი არის თავად ხელისუფლება და პარლამენტარები, რომლებიც თავად სჩადიან კრიმინალს! მზია ამაღლობელი მეორე წელია ციხეშია, მხოლოდ ერთი მიზეზით- პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ უღირს „კაცს“ შეურაცხყოფაზე სილით უპასუხა!

ხოშტარია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ 100- ლარიან ბანერზე „ფოლმასტრით“ არაშეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა! 20-21 წლის ბიჭები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იდგნენ!“– განაცხადა ფილფანმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი არასამთავრობოებზე: ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა