“სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში ვმონაწილეობდით. ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ვიკა ფილფანმა.
ვიკა ფილფანის განცხადება პარტიის გვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა”.

















