“მაშინ როცა ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდით გაერთიანებულ საქართველოს და თითქოს ყველა შევთანხმდით რომ ერთიანობა ჭირსა თუ ლხინში ყველაზე მეტად უხდება და ალამაზებს ჩვენს ქვეყანას, ქოცებმა ვერ აიტანეს, ვერ გაუძლეს ამ ერთობას და სიყვარულს!
საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის დედა! საარჩევნო დროებით ბანერზე წარწერის გაკეთების გამო!
ეს იმის ფონზე როცა თავი ეროვნულებად მოაქვთ! ეს იმის ფონზე როცა მკვლელებს და პედოფილებს გირაოთი უშვებენ ციხიდან.
დღეს ქოცების მხრიდან ქრისტიანული საქციელი იქნებოდა თუნდაც გირაოს შეფარდებით გაეთავისუფლებინათ 4 შვილის დედა! მაგრამ როცა ეროვნულობაც გაკლია, რწმენაც და ვაჟკაცობაც, ციხეში უშვებ ბანერის დაჯღაპვნის გამო ქალს!” – წერს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი.


















