პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება შეაფასა და მას „ორკესტრირებული სპეცოპერაცია“ უწოდა. მისი თქმით, ძალადობა ირაკლი კობახიძის სისუსტის დასაფარად განხორციელდა.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ ირაკლი ხელაძემ გიგა ფარულავაზე თავდასხმა „ბრძანების“ საფუძველზე განახორციელა, რადგან უმრავლესობამ კობახიძის პოლიტიკური მარცხი ვერ გადაფარა.
ფილფანმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ დეპუტატი სპორტსმენები (მათ შორის ლაშა ტალახაძე) და აღნიშნა, რომ მათ პარლამენტში საკუთარი ფუნქცია ძალადობაში იპოვეს.
ფილფანის თქმით, ამ ინციდენტმა საბოლოოდ დაუმკვიდრა ირაკლი კობახიძეს „მოძალადე პრემიერის“ სტატუსი, რომელსაც სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკის (ოკუპაციისა და ბიუჯეტის საკითხებზე) საპასუხოდ არგუმენტები არ გააჩნდა.
“ის სპეცოპერაცია, რაც დღეს ვნახეთ პარლამენტში, არის იმის გამოძახილი, რომ ირაკლი კობახიძე იყო ძალიან სუსტი და დაჩაგრული. ქვეყნის პირველი პირი იჯდა და კმაყოფილი ბავშვის სახით შესციცინებდა ამ პროცესს“, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ფილფანმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, კერძოდ გიგა ფარულავა, ღირსეულად დაუპირისპირდნენ ძალადობრივ ქმედებებს, ხოლო მმართველი გუნდის მიერ დემონსტრირებული ძალადობა ადასტურებს მათ პოლიტიკურ უსუსურობას.

















