“დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტული არხები დაასანქცირა. ქვეყნის გაყიდვა არავის ეპატიება. ეს პასუხია უსამართლო სასამართლოებზე. როცა სამართლის სახელით უსამართლობაში ჩაგვძირეთ. ეს პასუხია იმ წლებზე, როცა უიმედობაში აცხოვრებდით მაყურებელს, ცრუ დაპირებებით კვებავდით, ატყუებდით, ღალატობდით, ფარისევლობდით, ართმევდით კარგი ცხოვრების შანსს. პასუხია იმაზე თუ როგორ კერავდით საქმეებს, როცა აგენტებად აცხადებდით ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე პატრიოტი მოქალაქეები იყვნენ.
ეს პასუხია იმ ოპერატორზე, რომელმაც ანდროს დაკავება გადაიღო. იმ ჟურნალისტებზე, ვინც მზია ამაღლობელი ციხისთვის გაიმეტა. იმ ძალადობაზე, რომელმაც გურამ როგავა სიკვდილის ზღვრამდე მიიყვანა. ასეთია პასუხია ყველა ახალგაზრდაზე, ვინც ციხისთვის გაიმეტეთ. ყველა ოჯახზე, რომელსაც სიმართლე წაართვით. ასე გიპასუხათ საქართველოს მეგობრებმა ყველა მოქალაქის ნაცვლად, რომელსაც ღირსება წაართვით. პასუხია ეს ემიგრანტებისგან, ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისგან, პასუხია მარო მაყაშვილისგან, რომელსაც აჰაჰავებდით”,-წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.















