ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა – წილოსანი

,ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას ,,ფეისბუკის” გვერდზე ეხმაურება. დეპუტატი წერს, რომ პარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე:

,,ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

ინფორმაციისთვის ნიკა მელიას ეკრძალება:
– საცხოვრებელი სახლის დატოვება
– საჯარო განცხადებების კეთება
– მოწმეებთან კომუნიკაცია

პარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე.
არაუშავს , ეს მხოლოდ არცოდნის ბრალია…” – წერს წილოსანი.

banner
წინა სტატიაში,,დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ, სასაცილო იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება რომ მიეღო, კატასტროფულად არასწორი​ იქნებოდა