ალეკო ელისაშვილი: ვიღაცების ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ-შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

ვიღაცების ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ-შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ახლა უნდა შევიდე ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები დილიდან რომ დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი. შევალ ელჩებთან, ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და დანარჩენებსაც გეტყვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში COVID19-ით 49 წლის ექიმი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მძევალი