ვიღაცა ოპერატორს მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს – მეუფე სტეფანე 5 ივლისზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას კვლავ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა. მან მედია მოძალადეების პროვოცირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჟურნალისტებმა “ხალხს გესლიანად ესაუბრებოდნენ”.

“აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ ჟურნალისტები გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს. ვიღაცამ ვერ მოითმინა გაარტყა და ეს ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მოამზადა, სპეციალურად გააკეთა და ეს ხალხი წლობით ციხეებში გაუშვეს. ნაპროკურორალი, მედიის ვითომ ხელმძღვანელის გულისთვის, ამერიკის ელჩი ცდილობს, რომ ის გააშვებინოს და ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა”.- ამბობს მეუფე სტეფანე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ლუგანსკი კატასტროფის წინაშეა, რეგიონში დაღუპულების ცხედრები არ დაუკრძალავთ – სერგეი გაიდაი
შემდეგი სტატიაექიმი გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრები სახლებში გადაასვენეს