“ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, სრული ნონსენსია” – კობახიძე

ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისა და ხოშტარიას შიმშილობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

„როდესაც ვიღაცა შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაღაც ობიექტური მოთხოვნა უნდა ჰქონდეს. ვერავინ ვერ აყენებს თავის მოთხოვნას, არის აბსტრაქცია. სააკაშვილი ვერაფერს ვერ ითხოვს, რა უნდა მოითხოვოს?! 4 ისეთი საქმეა, რაზეც მთელ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია. ყველაფერი საზოგადოების თვალწინ მოხდა. ამას ემატება კიდევ ორი ბრალი, რაც ასევე საზოგადოების თვალწინ მოხდა, ეს იყო 7 ნოემბრის დარბევა და ტელევიზიის მითვისება, რაც ამ 7 ნოემბერს მოჰყვა, ჯერ შეჭრა და მერე მოროდიორული მითვისება ტელეკომპანია „იმედის“. აქ ძალიან მარტივადაა ყველაფერი, ის დანაშაულები, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი აქვს შეფარდებული, საზოგადოების თვალწინ მოხდა. აქედან გამომდინარე არ აქვს მას არავითარი მოთხოვნის დაყენების საშუალება და საბაბიც კი და ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიზე: მე ვიცი, რომ სააკაშვილი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობ