ვიღაც უნამუსო კაცი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვა შავგულიუძეს შეცდომები დაუშვია

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე შალვა შავგულიძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდება. ელიაშვილმა განაცხადა, რომ მეუღლის გადაწყვეტილება, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თავიდანვე დადებითად შევაფასე.

“გირგვლიანის საქმე, რომელიც მოიგო ჩემმა მეუღლემ და დღეს ვიღაც უნამუსო კაცი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვა შავგულიუძეს შეცდომები დაუშვია. ივანიშვილი ისეთ საზიზღრობებს ამბობს, პირველად ჩემს ცხოვრებაში,გამოვედი წყობიდან და ამოვიღე ხმა. ახლა ვხვდები, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებდა იმ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობას, რაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა. თავად ბიძინა ივანიშვილისგან ვიცი, რომ წინა ხელისუფლებაში მისი უახლოესი მეგობარი იყო ვანო მერაბიშვილი და ზუსტად ვანო მერაბიშვილის კლანი იყო ის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. როგორც ჩანს, ზუსტად ამის გამო გაუწყრა მას მიშა სააკაშვილი და მერე ბიძინა გადაემტერა.

ამიტომ მგონია, რომ ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლოს გადაწყვეტილებით, „იბერია“ დაიხურა, ახლა პენსიონერი ვარ ინვალიდობის გამო. როგორც მოგეხსენებათ, ინვალიდი ვარ ბიძინა ივანიშვილის წყალობით. და ნუ დამაწყებინებს საუბარს, რატომ და რისთვის ვარ ინვალიდი. ჯობია, წესიერად მოიქცეს.”- განაცხადა ელიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაგავს სოხუმიდან გალის რაიონის სოფელ მზიურში ჩაიტანენ
შემდეგი სტატიაპირველად ბრიტანეთი დაიწყებს პორნოსაიტების მომხმარებელთა ასაკის შემოწმებას