,,ვიღაც ნაცუკანები არიან“ – დავით ნარმანია მის შესაძლო გადადგომაზე არ საუბრობს

მერის გადადგომის მოთოხვნით, თბილისის საკრებულოსთან დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა დავით ნარმანიას და აქციის ორგანიზატორებს ,,ვიღაც ნაცუკანები“ უწოდა. “ვიღაც ნაცუკანები არიან, როგორც ვიცი. ეს სერიოზული არ არის”, – განაცხადა მერმა.
თბილისის მერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ნარმანიამ, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი კომენტარი გააკეთა.

შეგახსნეებთ, რომ თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. საკრებულოში იმყოფება დავით ნარმანია, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არდადეგების გასატარებლად ემირატებიდან ჩამოსული ოჯახი აეროპორტიდან გააბრუნეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება იწყება