ვიღაც ,,ბობოლას,, გელა ბარკალაიასთვის ბიზნესის ,,ახევა,, უნდა

,,კიდევ ერხელ მიწევს იმისი განმეორება, რომ ბიზნესმენ გელა ბარკალაიას ბავშვობიდან ვიცნობ და არ მჯერა არც იმ ბრალდებების და არც იმ ჟურნალისტური ვერსიების, რასაც მის წინააღმდეგ ვერაგულად იყენებენ…
დავიწყებ იმით, რომ გელა ოფიციალურად ,,პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის,, მუხლითაა დაკავებული… ამ მუხლის ხსენებაზე, პუტინის რუსეთში არასასურველი პირების პედოფილიის მუხლით დაკავებები მახსენდება უნებლიედ… ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მსგავსი მასშტაბის ბიზნესმენს ხელისუფლება ამ დანაშაულის გამო ,,გაჭედავდა,,?! მითუმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე პირადი ცხოვრების ამსახველი და დამაშანტაჟებელი კადრები მედიაში და სოც-ქსელებში პანტა-პუნტით ცვიოდა და ფაქტზე დაჭერილი წვრილი შანტაჟისტებიც კი – დაპატიმრებიდან მცირე დროში გამოუშვეს.
ვრცელდება ვერსია, რომ გელას ბრალი შესაძლებელია ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაუმძიმდეს, რაც ჩემი აზრით ასევე აბსურდია და ძალიან დიდი სისულელე… ვინც გელას კარგად იცნობს, ყველამ იცის, რომ მას ქურდული სამყაროს მხარდაჭერა ბიზნესში, მაშინაც კი არ ჰქონია, როდესაც ,,კანონიერი,, ქურდები ფაქტობრივად მართავდნენ ქვეყანას. გელა ღარიბი ოჯახიდან იყო და მან ბიზნესი ნულიდან მაშინ დაიწყო, როდესაც ამ სიტყვის მნიშვნელობა საქართველოში ბევრმა არც კი იცოდა. საოცარი ალღოს მქონე ბიზნესმენია და მას დიდი ქონება, არც ერთ და არც ხუთ წელიწადში არ მოუხვეჭია… მას ზოგიერთებივით, განუკითხაობის პერიოდში სახელმწიფო საწარმოები და სარფიანი რესურსები კაპიკებად არ ჩაუგდია ხელში… ის ბევრს მუშაობდა სხვადასხვა სფეროში და ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით აფართოებდა თავის ბიზნესს. ამას, ყველა ის ადამიანი დაადასტურებს – ვინც გელას ბავშვობიდან იცნობს. რაც შეეხება გელას მიერ ,,ფეისბუქით,, გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის თავის ოფისში ,,ცანციკო,, ბარკალაიასთან ერთად არის აღბეჭდილი… ეს ფოტო იმის დასამტკიცებლად, რომ გელა ქურდულ სამყაროსთან კავშირშია, შესაძლებელია ბევრ საქმეში ჩაუხედავს სერიოზულად მოეჩვენოს, ოღონდ არა სენაკელებს… სენაკელების უმეტესობას დარწმუნებული ვარ სასაცილოდ არ ეყოფა ეს არგუმენტი და აი რატომ… იმიტომ, რომ ფრიდონ (,,ცანციკო,,) ბარკალაია, 70 წელს გადაცილებული კაცი, უკვე 30 წელზე მეტია რომ ,,კანონიერი,, ქურდი აღარ არის და აღარც ძველ გავლენებს ფლობს ,,შავ სამყაროში,, … ,,ცანციკო,, სენაკელებისათვის ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურაა, თავისი ,,შავი წარსულით,, თავისი – ვისთვის საინტერესო და ვისთვის უინტერესო ისტორიებით… მასთან ფოტოს გადაღება, არამც თუ მისი ნათესავი სენაკელი ბარკალაიებისთვის, არამედ თანამდებობის პირებისთვისაც კი – კომპრომატი ვერ იქნება… და არც ისაა ძნელი მისახვედრი, ,,ცანციკო,, ცუდ საქმეში გამოყენებული კრიმინალური ავტორიტეტი რომ ყოფილიყო, მასთან გადაღებულ ფოტოს, ღიად, სოციალურ ქსელში არავინ გამოფენდა. ფოტოებზე თუ ვიმსჯელებთ, გელას სირიის დიქტატორის ბაშარ ასადის ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგთან და სპონსორთან, ღასან აბოუდთან გადაღებული ფოტოც ჰქონდა სოციალურ ქსელში განთავსებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ სირიის პოლიტიკურ მომავლით იყო დაინტერესებული, არამედ იმიტომ, რომ აბოუდთან, როგორც კორპორაცია Ghassan Aboud Cars-ის მფლობელთან, რომელსაც ბევრ არაბულ და ევროპულ ქვეყანაში TOYOTA-ს ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების დისტრიბუცია და წარმომადგენლობა გააჩნია, როგორც ავტოიმპორტიორს – საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა. თუ კარგად დავაკვირდებით, ყველა ფოტოს, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს ხოლმე… ერთი – სადაც გამოსახულება ჩანს… მეორე – სადაც შინაარსი იკითხება ამ გამოსახულების!
მიუხედავად იმისა, რომ გელას არც წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა ბოლომდე დალაგებული ურთიერთობა და ვერც დღევანდელთან დაალაგა, მისი დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივს მაინც გამოვრიცხავ, რადგან, გელას პოლიტიკური ამბიციები შესახებ არასდროს გამიგია. გელა ბარკალაია არც ერთი ხელისუფლების მიმართ, არ ყოფილა ,,ხელდამწვარი,, თუმცა ზოგიერთი ჩინოვნიკი მისგან უფრო მეტ სარგებელს ელოდა, ვიდრე თავად იყო მისთვის სასარგებლო… რაც საბოლოო ჯამში გაუგებრობამდე მიდიოდა ხოლმე.
არც ის ვერსია მიმაჩნია სარწმუნოდ, სადაც მერიასთან, ,,მათე მოტორსის,, ტერიტორიის გამო დაპირისპირებაზე წერენ. მერიაში იმ კალიბრის ჩინოვნიკები არ ზიანს, რომ გელასნაირი ბიზნესმენების დაჭერა გადაწყვიტონ. ჩემი ვარაუდით, ვიღაც ,,ბობოლას,, რომელსაც ხელისუფლებაში ძალიან ძლერი პოზიციები გააჩნია, გელასთვის ბიზნესის ,,ახევა,, უნდა… მისი კომპანია ხომ ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოიმპორტიორია საქართველოში, რომელსაც გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ბაზა და ძვირადღირებული ოფისები გააჩნია. თუმცა, გელასთვის ბიზნესის წართმევა ადვილი არ იქნება! რამდენადაც ვიცნობ, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი საქმეა – ვიდრე მისი დაშინება. არამგონია, დაპატიმრებით ,,გატეხონ,, და ათწლეულობით ნაშრომი ბიზნესი, ნაგროვები ქონება, ადვილად დაუთმოს ვინმეს. სამწუხარო ისაა, რომ გელას დასაცავად იმ ადამიანების ხმა არ მესმის, ვისაც გელამ ხელი გაუმართა, ვისაც დიდ პატივს სცემდა და ვინც მასთან გაცილებით ახლოს იყო – ვიდრე მე… მე მას 35 წელია ვიცნობ, თუმცა უკანასკნელად 4 წლის უკან ვნახე,, წერს ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინატანებში საპატრულო პოლიციამ ჟურნალისტებს ხის გადატანის პროცესის გადაღება აუკრძალა
შემდეგი სტატიაშსს-მ 50 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო