ვიეტნამის სოფელში 20 პოლიციელი მძევლად აიყვანეს

მაი დიუკის ადგილობრივებმა, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, 20 პოლიციელი მძევლად აიყვანეს – BFMTV ავრცელებს. კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ჩინოვნიკები, რომელთაც სამართალდამცველები აცილებდნენ, სულ 38 ადამიანი, რამდენიმე დღის წინ სოფელში დემარკაციისთვის მივიდნენ. სოფლის მეურნეობისათვის განკუთვნილი მიწების ნაწილის სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის გადაცემას აპირებს მთავრობა.

სოფლის აქტივისტებმა ყველა სტუმარი დააკავეს და ერთ შენობაში მოათავსეს. სამი ჩინოვნიკი და 15 პოლიციელი გაიქცა, სხვები ისევ მძევლად არიან. ადგილობრივების თქმით, ისინი მძევლებს კარგად ექცევიან და საჭმელსაც აჭმევენ.
ამავე დროს, სოფლის მკვიდრთ ეშინიათ, რომ შესაძლებელია პოლიცია შეტევაზე გადავიდეს. “ჩვენ ზეთი გვაქვს იმ შენობის ირგვლივ მოსხმული, სადაც მძევლები არიან. ჩვენ ზეთს ცეცხლს წავუკიდებთ, თუკი პოლიცია შეტევაზე გადმოვა” – ამბობენ ადგილობრივები.

ვიეტნამში მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაში(Video) ჩინეთში რეისი ცოლ-ქმრის ჩხუბის გამო ნახევარი საათით გადაიდო
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილი: ჩემი მეგობარი დონალდი ძაღლისთვის არ აგებს სახლებს. ის ცათამბჯენებს აგებს (ვიდეო)