ვიეტნამელები ჯონ მაკკეინს პატივს მიაგებენ

ვიეტნამელები ჰანოიში ამერიკის საელჩოსთან მიდიან მემორიალურ დაფასთან, რომელიც დადგმულია იმ ადგილზე, სადაც ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ მაკკეინი ტყვედ აიყვანეს. ვიეტნამელები სენატორს, რომელიც ორი დღის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, პატივს მიაგებენ. მემორიალი 1967 წელს ააგეს. ზუსტად აქ დაეშვა პარაშუტით მაკკეინი კატაპულტირების შემდეგ.

1967 წლის 27 ოქტომბერს მაკკეინის თვითმფრინავი ჰანოისთან ჩამოაგდეს. თვითონ კატაპულტირება მოახერხა, თუმცა, მოტყდა ორივე ხელი და ფეხი. ის ჩრდილოეთ ვიეტნამელმა მებრძოლებმა იპოვეს.
მაკკეინს თავდაპირველად სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, შემდეგ კი დაკითხვებზე აწამებდნენ. მაკკეინის ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როცა გაიგეს, რომ ის ადმირალის შვილი იყო. 1968 წელს ის კამერაში მარტო ჩაკეტეს, სადაც ორი წელი გაატარა.

როცა ჯონის მამა ვიეტნამში ამერიკული ჯარის სარდალი გახდა, მაკკეინ-უმცროსის განთავისუფლება შესთავაზეს, რომ შემდეგ ეს ჩრდილოეთვიეტნამურ პროპაგანდაში გამოეყენებინათ. მაკკეინმა უპასუხა, რომ ტყვეობაში დარჩება მანამდე, სანამ ყველა ამერიკელი ტყვეს არ გაანთავისუფლებდნენ. ამის შემდეგ მის მიმართ სასტიკი წამება აღადგინეს. ნაცემმა და დატანჯულმა მაკკეინმა თვითმკვლელობა სცადა. მან სულ ტყვეობაში ხუთწელიწადნახევარი გაატარა.
ჯონ მაკკეინმა ვიეტნამსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში დიდი როლი ითამაშა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიროგორი კადრებით აპირებს ხარვეზების გამოსწორებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი?!
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ლევან სულაშვილი დაინიშნა