” ვიდრე რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ იქნება”

როდესაც ოკუპანტი მხარის, ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

მისივე თქმით, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ურყევი იქნება.

„როდესაც ოკუპანტი მხარის ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში. ეს პოზიცია გახლავთ შემდეგი, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და ასე შემდეგ. ვიდრე ისინი განაგრძობენ ადამიანების გატაცებას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ყველაზე რთულად გვაქვს საქმე ამ მიმართულებით, განაგრძობენ ბორდერიზაციას იქ, სადაც მათ მონიშნული აქვთ წითელი ხაზებით, ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მანამდე საქართველოს ექნება მყარი პოზიცია და ვერანაირ დიპოლომატიურ ურთიერთობებზე და მის აღდგენაზე ვერ ილაპარაკებს, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – „იუნისეფის“ დასკვნა დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას
შემდეგი სტატია“ქმედებები ახლა, რაც შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გაართულებს, უდროოა”