“ვიდრე ოკუპაციის წინაშე ვართ, ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიდრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უგულვებელყოფს, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გამოწვევის განეიტრალება ნატო-სთან და ევროკავშირთან საქართველოს მტკიცე ურთიერთობებით შეიძლება.

“ვიდრე რუსეთი უგულვებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ვიდრე ოკუპაციის წინაშე ვართ, ეს იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევა. გვსურს, ამ კონტექსტში ტემპერატურის დაწევა. პირველ რიგში, ნატო-სთან და ევროკავშირთან საქართველოს მტკიცე ურთიერთობებით და ასევე უსაფრთხოებით უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი საერთაშორისო სისტემით გათვალისწინებულ წესებს უგულვებელყოფს”
შემდეგი სტატიალადო პაპავა: არ ვარ ის კაცი, ვისზეც ადვილად მოქმედებს ზეწოლა