“ვიდრე ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით,ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით”

“ვიდრე ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით, მათ შორის პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით, ჩვენ ამით ვართ დაკავებული. ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, იმ მოცულობითაც ვერ იქნება მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არიან. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის. ”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ

banner
წინა სტატიაში“ვინ არის გიორგი რურუა?”- რა მისწერა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს
შემდეგი სტატიარურუა-მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია