„ვიდრე ხაზარაძე და ჯაფარიძე ღიად ვერ დაარტყამენ ივანიშვილს, მანამდე უფრო ღრმად დამარხავს “სახელმწიფო მანქანა” – გვარამია

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაზისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება და ამბობს, რომ მათ ზოგადად, სახელმწიფო მანქანაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ, კონკრეტული გვარი უნდა დაასახელონ, თ ვინ ებრძვით.„ინტერესით ვაკვირდები, როდემდე ილაპარაკებენ ჯაფარიძე და ხაზარაძე, რომ სახელმწიფო მანქანა ებრძვით. ვითომ, არ იცოდნენ, რომ ამ სახელმწიფო მანქანას თავისი სახელი და გვარი აქვს. აი, სანამ ეგრე ვერ ახსენებენ და ღიად ვერ დაარტყამენ ივანიშვილს, მანამდე უფრო ღრმად და ღრმად დამარხავს ხსენებული “სახელმწიფო მანქანა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში„ხაზარაძეს გირაოთი გამოუშვებენ… მიზანიც ეს იყო – პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება“ – გოცირიძე
შემდეგი სტატიაის რაც ხდება “რუსთავი 2″-ში, არის ხელისუფლების მხრიდან კლასიკური მაზოხიზმის გამოვლინებ – ხუხაშვილი