„ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული“ – კალაძე ხაბეიშვილს

ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული – ასე მიმართა, თბილისი მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მერ კახა კალაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს. ხაბეიშვილი სხდომის დასრულებას დერეფანში ელოდებოდა, რათა დედაქალაქის მერს შეხვედროდა. მისი თქმით, კახა კალაძისგან აინტერესებდა, რატომ გამოიყო თანხა ბიუჯეტიდან მთავრობის სხდომათა დარბაზის გასარემონტებლად მაშინ, როდესაც ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

„ბატონო კახი, კითხვების რატომ გეშინიათ? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს.

თავის მხრივ, თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილს მიმართა:„ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ფოტო:პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა
შემდეგი სტატია,,ბოკერიას მხარდამჭერები არ ჰყავს”- ირმა ინაშვილი