ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი-ხალვაში სტრასბურგის სასამათლოს ზეწოლის შესახებ საბუთებს წარუდგენს

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს მესამე პირად დაფიქსირებას სთხოვს. ის ადვოკასასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან კურიერის კორესპონდენტთან კომენტარი გააკეთა და ის დეტალები განმარტა, რომელზეც წერილშია საუბარი.

“რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,”-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

შეკითხვაზე “რატომ არ აძლევს ინტერვიუს რუსთავი 2-ს და კომენტარს ყოველთვის სხვა მედიასაშუალებებთან რატომ აკეთებს,” მან უპასუხა, რომ განცხადებას სხვა მედიასაშუალებებთან თავდაცვის მიზნით აკეთებს.

„ხანდახან ლანძღვა-გინება რომ გაუსაძლისი ხდება პატარა კომენტარს მივცემ ხოლმე რომ ძაან არ მიმწიხლოთ თქვენ და თქვენმა სტუმრებმა სპეციალურად შეგროვებულებმა,“-აცხადებს ხალვაში.

ხალვაშმა ასევე აღნიშნა რომ, შეთავაზება დვალთან და აქიმიძესთან ძალაში რჩება.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატია„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი“ – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი