“ვიდეოს თან ახლდა შემდეგი ადამიანების ანონსი”- რა ვიდეომასალა გაუგზავნეს მაკა რაზმაძეს

ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მის ფეისბუკგვერდზე იგივე ხელწერით, პოლიტიკოსის ყალბი ექაუნთით მოხდა და ვიდეოს თან ახლდა ანონსი, სადაც აღნიშნული იყო ის ადამიანები, რომელთა ვიდეოების გავრცელებაც მომავალში მოხდება:
„უკვე მესამეჯერ ჩემი ფეისბუკის პირად გვერდზე აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აიტვირთა იმ პოლიტიკოსის ყალბი ექაუნთით, ვისი პირადი კადრებიც იყო ამ ვიდეოზე. ამჯერად რაღაც გარანტია უნდოდა ალბათ და ატვირთულია თითქმის ყველა ჩემს ფოტოზე, სტატუსზე და ა.შ. მალევე დაიბლოკა. მე მაშინვე მივმართე შესაბამის ორგანოებს. ნინო გიორგობიანმა დამირეკა და ალბათ გააგრძელებენ ძიებას. ფაქტი ის არის, რომ ორი ადამიანი დაკავებულია და ზუსტად იგივე სტილში და იგივე ხელწერით იტვირთება, ამ ვიდეოსაც თან ახლდა შემდეგი ადამიანების ანონსი. ველოდები რეაგირებას და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან“- განაცხადა მაკა რაზმაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებასთან