(Video)პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს და მის წასვლას ითხოვენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ.  უგულავას მისამართით გაიძახიან „წადი, წადი“.

აქციის რამდენიმე მონაწილემ უგულავას მისამართით ბოთლები ისროლა. აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც გიგი უგულავა სატელევიზიო ჩართვას აპირებდა. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პარტიული შინაარსის განცხადებებისგან.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პირობა დაასახელა
შემდეგი სტატია“კატეგორიულად ვუარვყოფ დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალებას”- ავთანდილ თალაკვაძე