(+ვიდეო),,კვირიკაშვილი ყველაზე სუსტი პრემიერია საქართველოს ისტორიაში”

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ყველაზე სუსტი პრემიერია საქართველოს ისტორიაში.

ახვლედიანმა გიორგი კვირიკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის რეალურად არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს პარტიის რეფორმირებისათვის.

„ვერ გამიგია, როგორ არის გიორგი კვირიკაშვილი თანახმა, გახდეს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც გარკვეულწილად ქვეყნის პოლიტიკური ვითარება ჩიხში შეიყვანა. ამ ვაიპარტიის, ვითომ პარტიის თავმჯდომარე როგორ უნდა გახდეს,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ ვითარებაზე დეტალურად საუბრობს და ამბობს, რომ “დღეს პარტიაში არის ქაოსი”.

„ბევრს ვერ გაურკვევია, ვინ რჩება, ვინ მიდის და ისიც კი არ იციან ზუსტად, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ვინ იღებს. ასეთი დაულაგებელი სისტემაა. გადაწყვტილების ფორმალურად მიმღები პრემიერი კვირიკაშვილი პრაქტიკულად არ მონაწილეობს ამ პროცესში,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

https://www.youtube.com/watch?v=fbfoqX0BU_c&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“დამალვას არავინ აპირებს, რომ წინა პრემიერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ ცივი იყო”
შემდეგი სტატიათურქეთში ძალოვანებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს