(video)”ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული” – გიორგი გახარია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კახეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად და მშვიდად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რისი თმენაც დღეს უწევთ. მინდა დავპირდე ჩემ თანამშრომლებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება. ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები პირველ რიგში ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ დიდ ბოდიშს და დიდ მადლობას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

https://www.youtube.com/watch?v=7sGX_wW1Q9w&feature=youtu.be&fbclid=IwAR1hXVz3R030I4Ivr7ZeAps2xBwXTc4c-7RaW8SvlLWSMpWTn9uyHFUAvV0

banner
წინა სტატიაში„საბანაძემ ორჯერ მითხრა გზას გავხსნითო და ორივეჯერ მოიტყუა“ – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო