(video)ყოფილი “რესპუბლიკელები”- დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ინიციატორი ხდება

დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ინიციატორი ხდება. კითხვაზე იქნებიან თუ არა მის გუნდში უკვე ყოფილი “რესპუბლიკელები” უსუფაშვილი ამბობს, რომ მას აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა მისივე თქმით, ეს არ იქნება საყრდენი გუნდი:

“ყველასთან მექნება ურთიერთობა. ბევრმა დამიდასტურა და სურს პოლიტიკური აქტოვობის გაგრძელება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს საყრდენი გუნდი, რომელსაც ხვალ ვინმე შემოუერთდება. მე ჩემ თავს პირადად განვიხილავ იმ ერთ-ერთ ადამიანად, ვინც ამ პროცესში დიალოგში ვარ სხვებთან და ასე იქნებიან სხვები. ” განაცხადა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში საუბრისას.

https://www.youtube.com/watch?v=ms6xNn_U-jc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის არჩევის წესის უფლება ხალხს არ უნდა წაერთვას”
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა