ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი „აიპლიუსის“ დაყაჩაღებას (ვიდეო)

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორც ცდილობს მამაკაცი თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღებას. ვიდეოკადრები ჟურნალისტებს „აიპლიუსის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას შეეცადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

როგორ ჟურნალისტებს „აიპლიუსის“ წარმომადგენელმა, პიარმენეჯერმა, გოგა თირქიამ განუცხადა, მამაკაცი აღნიშნული მაღაზიის მომხმარებელია და მისი მხრიდან ცივი იარაღის ამოღება და მუქარა მოულოდნელი იყო, თუმცა, დაცვამ სწრაფად იმოქმედა.

„მძარცველი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, მძევლად აიყვანა ჩვენი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ მძარცველი ჩვენთან ყიდულობდა „აიფონს“, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მერე ამოიღო დანა. დაცვამ სწრაფად იმოქმედა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენს თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“, – განაცხადა თირქიამ.

მისი თქმით, მაღაზიას ზარალიც მიადგა, თუმცა ტექნიკა დაზღვეულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

https://www.youtube.com/watch?v=1N8lOsKe1co&feature=youtu.be&fbclid=IwAR1gXkIYjUZdR-HgO9cfBLRPOLklsiTu-xIupC2DcUfrdIxMir3e4Jl3tPM

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს
შემდეგი სტატიავიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი „აიპლიუსის“ დაყაჩაღებას (ვიდეო)