გულორდავა: ვემზადებით 30 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციისა და გარდაუვალი გამარჯვებისთვის[ვიდეო]

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი წალენჯიხაში, გოგა გულორდავა აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს.

კანდიდატმა მუნიციპალიტეტში საარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ პროცესები დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

“საარჩევნო გარემო როგორც პირელ ტურში, ასევე მეორე ტურში  მუნიციპალიტეტის მასშტაბით არის აბსოლუტურად მშვიდი, მიდის დემკრატიულ რეჟიმში, ძალიან წყნარ გარემოში.

 ვემზადებით 30 ოქტომბერს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის და გარდაუვალი გამარჯვებისთვის.  პირველ ტურის შედეგები გასაგებია, გავაანალიზეთ და ვიცით, რა ფაქტორების და გავლენების გათალისწინებით დადგა ის შედეგი, რაც დადგა”- განაცხადა გოგა გულორდავამ.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=JOukDs8ivCo

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვანო მერაბიშვილის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით, ჭკუას გვარიგებს, ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა?
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება