(video)ელისო კილაძე სახელებსა და გვარებს ასახელებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

“ეს არის ქვეყნის არევის გეგმა”– აცხადებს  “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე. ჟურნალისტის თქმით, ის რაც ბოლო პერიოდში ხდება პირდაპირ კავშირშია საკნოსტიტუციო სარჩელთან, რომელიც “მაცაცოს” (გიორგი ჩხარტიშვილი) შეატანინეს და იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დიაწყებდა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროცესს, ქვეყანაში დაიწყებოდა არეულობა. კილაძის თქმით, ამ ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდიოდა ახალი პოლიტიკური ძალა – ოჯახის სიწმნიდის დაცვის ეგიდით და ეს იქნებოდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური ძალა-აცხადებს ელისო კილაძე.

“მე მინდა ვიყო ობიექტური, დღეს სუს-ის უფროსი არის პირი, რომელიც მუშაობდა კუდ-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გადაღებაში და მიიღო მაღალი პრემია ახალაიას მმართველობისას.

გამოიღვიძეთ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მძიმე პროვოკაცია, ამოცანა საბოლოო ჯამში გახლავთ ის, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით არ მივიდეთ არჩევნებამდე. ქვეყნის სპეცსამსახურმა უნდა გაიღვიძოს და საზოგადოებამ უნდა უთხრას არა რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკურ ინტიგრებს და იმ თამაშებს, რომელიც დღეს არის დაწყებული ქვეყანაში“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

https://youtu.be/xW8-VfeFr7E

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი – ვლადიმირ ვაისი ანაზღაურების ახალ პირობებზე დაგვთანხმდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ვიდეოკადრებზე – ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ გუნდზე, რომელიც ხელისუფლებაშია