(video)ცრემლსადენის გაზის გამოყენება აქციის წევრების მხრიდან ქვების სროლის შემდეგ მოხდა – ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – აჭარის” მდივნის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზი სპეცრაზმელებმა მას შემდეგ გაუშვეს, რაც აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს.
“პოლიცია ცდილობს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაქსიმალურად კორექტული იყოს. “ქართული ოცნება” ცდილობს, მედიატორის როლი შეასრულოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის”, – აღნიშნა ანანიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიცია გადაჭარბებულად იქცევა.

სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან სეკრებილი აქციის წევრები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ათეულობით ადგილობრივი დაშავდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარბევისას რამდენიმე სამართალდამცვგელიც დაშავდა.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველების მიერ დაკავებული 6 პირის გათავისუფლებასთან ერთად, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ და პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.

https://www.youtube.com/watch?v=JtiuOZUnOno

banner
წინა სტატიაში(Video) ბათუმში აქციაზე 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 პოლიციელი
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს 1 საათში გაათავისუფლებენ