(ვიდეო) ჟურნალისტების შეკითხვებით გაღიზიანებულმა გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია

მთაწმინდის პარკში კალაძის პრეზენტაციაზე მისულმა ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა, რის შედეგადაც სურათი გაიხა.

ვოლსკი ჟურნალისტების კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. შეკითხვაზე, ექმნება თუ არა მას დისკომფორტი კალაძის პრეზენტაციაზე მისვლით, ვოლსკიმ უპასუხა:

“შენ არ გრცხვენია? სად გაიზარდე? თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი კოლეგის ცხედართან უზნეო ცეკვა გაქვთ დიდებთან ერთად”, – თქვა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას არ ჰქონდა მორალური უფლება, ლექსო ლაშქარავას ფოტო ხელში დაეჭირა, ვოლსკიმ თქვა:

“მაქვს მორალური უფლება, რომ ეს ხელში მეჭიროს”, – თქვა მან.

“არ გრცხვენიათ ბატონო გია, დეპუტატი ხართ? არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ეგ ხელში გეჭიროთ”, – მიმართეს ჟურნალისტებმა მას.

 

https://youtu.be/pYwMgQ8mY4g

 

banner
წინა სტატიაში5 ივლისის აქცია- “სირცხვილიას” წევრები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: როგორც დედაქალაქში, რომლის კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს