(video) ვლადისლავ სურკოვი: რუსული ფული აფხაზეთში სწორად იხარჯება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სოხუმთან არ გააჩნია პრეტენზიები რუსული საინვესტიციო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვის ემისარმა მაღალი შეფასება მისცა საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობას. „ყოველგვარი კომპლიმენტების გარეშე ვაცხადებ, რომ რუსული ფული აფხაზეთში სწორად იხარჯება. ჩვენ ვფლობთ შესაბამის ინფორმაციას და პრეტენზიები არა გვაქვს“? – თქვა სურკოვმა.
მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აფხაზეთს გააჩნია სერიოზული ობიექტური შეზღუდვები ენერგომატარებლებთან დაკავშირებით, ამიტომ საინვესტიციო ბუმს ამ კუთხით აფხაზეთში ნურავინ ელოდება. ეს რთულია საკითხია და მასშტაბურ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

 

https://youtu.be/uaPMI2awb20

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბა: აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მალე გადაწყდება
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: „ბიძინე დამალული კოზირის როლშია და ფინალში გამოჩნდება!“