(video) ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის წევრების ინტერესებზეა გათვლილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა

პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობას “არჩევანის” ეთერში ცხარე კამათი მოჰყვა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის განსხვავებული მოსაზრებები აქვთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვადაზე მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის კომპეტენციაა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ირაკლი აბესაძის, თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შემთხვევაში, ხელისუფლება საზოგადოების აზრს აღარ გაითვალისწინებს. ირაკლი აბესაძის თქმით, ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის წევრების ინტერესებზეა გათვლილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური სივრცის შევიწროებას ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, რის მაგალითადაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება მოჰყავს.

 

https://youtu.be/psTNF6JBBoU

banner
წინა სტატიაშითამარ სხირტლაძე – თეატრიდან გამიშვეს, 80 წლის რატომ გახდიო
შემდეგი სტატიაპოლიტიკაზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი რას ნიშნავს, რელიგიურ ლიდერს ვირჩევთ? – გიორგი აბაშიშვილი