სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯოდმარის, მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერი მისი გაკეთებულია, თუმცა ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნულ საუბარს მესამე, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირიც ესწრებოდა. როგორც გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, საუბარი ეხებოდა ტელეკომპანიის ვალებს, რომლის გადახდასაც ის 6 მილიონიანი კონტრაქტით აპირებდა. გვარამიას თქმით, სწორედ ამ კონტექსტშია აღნიშნული თანხა ნახსენები. გვარამია არ ასახელებს ვინ იყო მესამე- ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და ამბობს, რომ ამ ადამიანმა ამ შეხვედრაზე ხელისუფლების გეგმა გააცნო, თუ როგორ აპირებდნენ რუსთავი 2-ის “გაგუდვას” სწორედ ტელევიზიის ვალების საშუალებით.
https://www.youtube.com/watch?v=nQetZL3FnTQ&feature=youtu.be