(Video) ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტების გადმოყრის შემთხვევაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც ცნობილია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.

banner
წინა სტატიაშიროდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი, გადადის ბრალდებებზე- ნანუაშვილი წიკლაურს პასუხობს
შემდეგი სტატიაევრო 3.23; დოლარი 2.73 – კურსი ჯიხურებში