(ვიდეო) უკრაინელ მინისტრს საპატრიარქოში “Океан Эльзы”-ს სიმღერებით დახვდნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ვიზიტისას უკრაინული სიმღერებით დახვდნენ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

ქართველმა მუსიკოსმა უკრაინელ სტუმრებს ჯგუფ “Океан Эльзы”-ს ალბომიდან “Вночі” — “Така, как ти” რამდენიმე სიმღერა შეუსრულა. “ეს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობისა და სიახლოვის გამოხატულებაა” – დაწერა კლიმკინმა.

“Океан Эльзы” -ის ლიდერმა ქართველი მუსიკოსის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. “დიდი პატივია ჩემთვის. ჩემს საყვარელ საქართველოში. Saqartvelos Gaumarjos!” – დაწერა ვარჩუკმა საკუთარ “ტვიტერზე”.

https://youtu.be/yKxVOyd6azk

 

banner
წინა სტატიაშისაქართველო ერთ თვეში ირანის გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას გააფორმებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩეჩნეთის მკვიდრს თავშესაფარზე უარი უთხრეს