(VIDEO) უგულავა დაიჭირეს, როგორც ,,ენმ”-ს წერვი, ციხიდან გამოვიდა, როგორც სხვა პარტიის წევრი-მელია

გიგა ბოკერიას ძაკლიან უნდა ჩვენ წარმოგვაჩინოს ,როგორც ბელადომანები,-ამბობს ნიკა მელია ,,ტვ პირველზე” საუბრისას.

მისი თქმით, ვერ ხედავს ტრაგედიას, რომ ბოკერია წავიდა პარტიიდან ,მელია ფიქრობს, რომ ეს შეუწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ზრდას.

,,გიგა ბოკერიას რა უნდოდა თავიდან? ამ ოფისში ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა ,სადაც ბოკერიამ წააგო კენჭისყრა. ბოკრია მიხვდა , რომ ნაციონალურ მოზრაობასი ბუნებაში არ არსებობს 7 ათასი ადამიანი ვინც მას მხარს დაუჭერდა და ამიტომ გადაწყვიტა გასვლა, “- ამბობს მელია,,ტვ პირვცელში” საუბრისას.

მელიას თქმით, თავიდან ბოკერია მასთან საუბარსი აცხადებდა, რომ თვითმართველობის არჩევნებვამდე არსად წავიდოდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ უგულავა ციხიდან გამოდიოდა.

,,გიგი უგულავა რომ გამოსულიყო ციხიდან, თუნდაც იმ ფორმით რა ფომრითაც გამოვიდა , მოსულიყო ნაციონალურ მოძრაობაში და არ ეთამაშა ის დესტრუქციული როლი, რაც ითამაშა. იგი არ გამოსულა ციხიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი , ციხიდან გამოვიდა, როგორც სხვა პარტიის წევრი. ორ სამდღეში რომ არ დაეწტო ძაგება პარტიის ეს კითხვის ნიშნები ბუნებრივია გაქრებოდა,”- ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიპროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს
შემდეგი სტატიარამაზ ნიკოლეიშვილის განცხადება – რა გადაწყვეტილება მიიღო დეპუტატმა