(video) წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

nakifunakifu1“ამ წუთებში  წალენჯიხის გამგეობის წინ აქცია მიმდინარეობს” -ამის შესეხაბ ადგილიდან “თაიმერის” კორესპონდენტი იუწყება. აქციის მონაწილეები სოფელში მისასვლელლი გზის მშენებლობას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნებს, ნაკიფუს თემის მაცხოვრებლებთა განცხადებით ისინი პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 11- კილომეტრიანი გზა 2011-2012 წლებში გაკეთდა ექსპერიმენტული მეთოდით და არ გულისხმობდა საასფალტო ბეტონ-საფარის დაგებას. სამუშაოები ჩაატარა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, გზის საფარი დასკდა და სრული ამორტიზაცია განიცადა. ეს 11-კილომენტიანი მონაკვეთი ორი მუნიციპალიტეტის, ჩხოროწყუ-წალენჯიხის, დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა და ძველ 35-კილომეტრიან მონაკვეთს 16-დე ამცირებს. 35 ათასი ლარი დაიხარჯა აღნიშნული გზის დაპროექტებაში, ხოლო საპროექტო – ხარჯთაღრიცხვის ღირებულებამ შეადგინა 3 მილიონ 600 ათასი ლარი. გზის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მოძიება შეუძლებელია. პროექტი გაიგზანა ხელისუფლების ყველა უწყებაში. მიმდინარეობს საკითხის განხილვა თუ რა სახსრებით უნდა მოხდეს ამ გზის დაგება -განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ„თაიმერთან“ საუბარში.

რამდნიმე დღის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ, წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფელში მისასვლელლი გზის მშენებლობას ითხოვდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

https://youtu.be/xAAu_3gr6JM

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს